,,სირიის მიერ აფხაზეთისა და ,,სამხეთ ოსეთის” ,,დამოუკიდებლობის" აღიარება არაფერს ნიშნავს,"– ამის შესახებ პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი სირიის საგარეო უწყების მიერ, აფხაზეთისა და ,,სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის" აღიარების შესახებ აცხადებს.
საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის აზრით, სირია დღეს დღეობით ყველაზე სამარცხვინო ქვეყანაა.
,,სირიის მიერ აფხაზეთისა და "სამხეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის აღიარება არაფერს არ ნიშნავს. ქვეყნებიც, ვინც აქამდე აღიარა - ნაურუ და კიდევ ვიღაცეები, არაფერს არ წარმოადგენენ. სირია დღევანდელ დღეს ყველაზე სამარცხვინო ქვეყანაა. არამხოლოდ იმიტომ, რომ მოკავშირე რუსეთისგან არის ისეთი დამონებული, რომ მას საკუთარი გადაწყვეტილება არ გააჩნია, არამედ საკუთარი ხალხის მიმართ არის ყველაზე სამარცხვინო რეჟიმი,"– აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.