მერიის გადაწყვეტილებით, ლეხ კაჩინსკის ქუჩა N9-ში კორპუსის წინ არსებული ავტოფარეხების ნაცვლად, სკვერი მოეწყობა, საბავშვო ატრაქციონები დაიდგმება და ტერიტორია მთლიანად კეთილმოეწყობა.
ისანში იმყოფებოდა დედაქალაქის მერი კახი კალაძეც. მისი თქმით ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა არჩევანი მწვანე სივრცესა და სპორტულ მოედანს შორის გააკეთოს.
,,თქვენ იცით, რომ ძალიან საინტერესო წამოწყება გვაქვს ავტოფარეხების აღებასთან დაკავშირებით. ხედავთ, რომ ეს არის ძალიან ცუდი, პირდაპირ სიმახინჯეა და გვინდა, რომ მათ ადგილას, კონკრეტულ უბნებში სკვერები, სპორტული მოედნები გაკეთდეს. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მოსახლეობამ, ამხანაგობებმა უნდა მიიღონ, თუ რა ურჩევნიათ, მწვანე სივრცე თუ სპორტული მოედანი. თუ ორივე გამოდის, რა თქმა უნდა, ორივეს გავაკეთებებთ. ისნის რაიონში, სადაც 14 ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო, მოსახლეობამ სურვილი გამოთქვა, რომ მათ ნაცვლად, ტერიტორიაზე მწვანე სივრცე მოეწყოს. ისნის რაიონში, შავი ზღვის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენს წამოწყებას გამოეხმაურნენ და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ აქ არსებული ავტოფარეხები დაიშალოს და მათ ადგილას მწვანე სივრცე - პატარა სკვერი გაკეთდეს. ეს იქნება მნიშვნელოვანი ქალაქისთვის იმიტომ, რომ უბნებში მწვანე სივრცეები იქმნება. აქ მცხოვრები ადამიანების საკუთრების ფასიც მოიმატებს, რადგან გარშემო ბევრი მწვანე სივრცე იქნება. მიხარია, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების თანადგომა და ჩართულობა არსებობს"– განაცხადა დედაქალაქის მერმა.