საჭირო ინგრედიენტები:
1 კგ. კარტოფილი;
2–3 კბილი ნიორი;
1 ჩ/კ ძირა;
40 გრ ცხიმი, კარაქი;
40 გრ ფქვილი;
0,5 ჩ/კ პილპილი;
1 ჩ/კ ძმარი.
კარტოფილი გავთალოთ, დავჭრათ, მოვხარშოთ მარილიან წყალში დაჭრილ ნიორთან და ძირასათან ერთად, ავზილოთ. გაცხელებილ ცხიმიან ტაფაზე დავაყაროთ ფქვილი და პილპილი, 2 წუთი მოვხალოთ, დავამატოთ ძმარი. აღნიშნული მასა ჩავასხათ კარტოფილში. ავურიოთ, კოვზით გადავასწოროთ და 50–60 წუთით შევდგათ 100 C გაცხელებულ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით!
ანა ბახტაძე
ultrapress.ge