,,შეშფოთებული ვართ ე. წ. შეთანხმებით, რომელიც რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ინტეგრაციას გულისხმობს"– კელი


     "შეშფოთებული ვართ რუსეთის სათათბიროს მიერ ე.წ. შეთანხმებით რატიფიცირებით, რომელიც რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ინტეგრაციას გულისხმობს," - აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ რუსეთის მიერ ცხინვალთან ე.წ. ერთობლივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შეფასებისას გააკეთა.

    „ჩვენ არ ვაღიარებთ ამ შეთანხმების კანონიერებას და მიგვაჩნია, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. ვფიქრობ, რომ ყველა მხარე უნდა მუშაობდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით," - აცხადებს იან კელი.

     აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებთან გაფორმებულ შეთანხმებას გაერთიანებული სამხედრო ძალების შესახებ. ჩვენ არ ვაღიარებთ ლეგიტიმურად ამ ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც არ წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებას, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

     დეპარტამენტის განმარტებით, აშშ-ს პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ურყევია და აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно