,,დეფაქტო და ოკუპანტი რეჟიმის არცერთ წარმომადგენელს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ დაუსჯელი დარჩება"– კილაძე


     ,,დეფაქტო და ოკუპანტი რეჟიმის არცერთ წარმომადგენელს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ დაუსჯელი დარჩება,"– ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა. 
 
     „მთელ საზოგადოებას მოეხსენება, რამდენად რთულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი ეთნიკური ქართველების მდგომარეობა, რომლებიც უმძიმეს პირობებში იმყოფებიან, განიცდიან დისკრიმინაციას, დევნას, წამებას და არასათანადო მოპყრობას. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რომ ეს ადამიანები დავიცვათ და პრევენციულად ჩავერიოთ. დეფაქტო და ოკუპანტი რეჟიმის არცერთ წარმომადგენელს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ის დაუსჯელი დარჩება. თითოეული მათგანი შესაბამისად უნდა დაისაჯოს გატაცების, წამების, არასათანადო მოპყრობის, მკვლელობის და სხვა დარღვევებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ჩვენი მოქალაქეების და არა მოქალაქეების დაცვის პრევენციული მექანიზმი", - განაცხადა სოფიო კილაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно