როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? – ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს


     ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას სიცხესთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს:

     შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე
თუ გაქვთ თერმოსტატის მქონდე კონდიციონერი, 
დააყენეთ მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე 
(დაახლოებით 220С და 260С-ს შორის), რომელიც 
შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს და მოგვრის მას 
შვებას. ხოლო, თუ კონდიცირებისათვის იყენებთ ფანჯარას, 
ეცადეთ გააგრილოთ მხოლოდ ერთი ოთახი
• მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს 
ღუმელის გამოყენებას
• დღის განმავლობაში შეამცირეთ მზის სხივები 
ჟალუზების ან ფარდების მეშვეობით
• თუ ეს უსაფრთხოა, დატოვეთ ღამით ფანჯარა ღია, რომ 
გრილ ჰაერს მისცეთ სახლში შემოსვლის საშუალება
• მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.
     შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად:

• მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, 
სველი პირსახოცი, და სხვა.
• ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია 
ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი 
ქუდი, კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე. 
• გამოიყენეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და 
არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ 
თავიდან.
• მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, 
ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
• საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. 
მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.
     თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ:

• მედიკამენტი შეინახეთ 250C- ის ქვემოთ ან მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში)
• თუ გაქვთ ქრონიკული დაავადების დიაგნოზი ან ღებულობთ ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს, მათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

     მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად:
• შეზღუდეთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით პიკის საათებში (შუადღემდე 2 საათით ადრე და 2 საათით გვიან). მზით დამწვრობის მიღება შესაძლებელია ღრუბლიან ამინდშიც.
• შეიმშრალეთ სხეული წყლის წვეთებისგან, რამდენადაც მათ ლინზის ეფექტი აქვთ და აძლიერებენ მზის სხივების დამაზიანებელ მოქმედებას.
• ატარეთ ღია ფერის (გამონაკლისია თეთრი ფერი), ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტასაცმელი.
• გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, რომლის SPF (Sun Protect Factor მზისგან დამცავი ფაქტორი) 30 და მეტია. წაისვით ის მზეზე გასვლამდე 20 წთ-ით ადრე და ყოველ 2 საათში.დამცავი კრემი უნდა შეირჩეს კანის ტიპისა და ულრტრაიისფერი სხივების ინტენსიობის შესაბამისად. მოერიდეთ გაურკვეველი ხარისხის უცნობი კრემის გამოყენებას.
     
     მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან: ხანდაზმულები, ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები, ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები და სხვა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно