,,სიტუაცია, რაც ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არსებობს, კატეგორიულად მიუღებელია"– პრემიერი


     სიტუაცია, რაც ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არსებობს, არის სრულიად მიუღებელი - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, სახელმწიფო უწყებების ავტოპარკსა და ე.წ. პერსონალურ ავტომობილებზე საუბრისას გააკეთა. 

     ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ე.წ. შავი ჯიპების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

     "შემდეგ მთავრობის სხდომაზე მე აუცილებლად წარმოვადგენ ინიციატივას, რომელიც რა თქმა უნდა მხოლოდ ჯიპებს არ შეეხება, ეს შეეხება ზოგადად ავტოპარკს. განსაკუთრებით ე.წ. პერსონალურ მანქანებს და ბუნებრივია ის სიტუაცია, რაც ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არსებობს, არის სრულიად მიუღებელი. მე ვიტყოდი კატეგორიულად მიუღებელი. აქედან გამომდინარე ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივა, რომელიც დამუშავებულია და შემდეგ მთავრობის სხდომაზე წარმოვადგენთ, რომელიც ეხება ავტოპარკს, განსაკუთრებით ე.წ. პერსონალურ ავტომობილებს,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно