მოივას ხიზილალა სახლის პირობებში, მარტივი მოსამზადებელი და გემრიელი


     საჭირო ინგრედიენტები: 

მოივას ხიზილალა;

მარილწყალი 1ლ წყალზე 2 ს/კ მარილი;

ზეთი 1,2 ჩ/კ 100–200 გრამზე. 1 კგ–მდე 2,3 ს/კ.

     ხიზილალა შეგიძლიატ ამოიღოთ როგორც ახალი, ასევე გაყინული მოივასგან. წვრილი დანით ფრთხილად გაჭერით თევზი და ქვირითი ცალკე ჭურჭელში გადაიტანეთ.

     მდუღარე მარილწყალი დაასხით მოივას ქვირითს ისე, რომ დაფაროს, ავურიოთ ჩანგლით, რათა დარჩენილი აპკები მოვაშოროთ. ისინი ჩანგალზე დაეხვევა და ადვილათ მოცილდება. გავაჩეროთ 3 წუთი და გადავიტანოთ წვრილ საწურზე ან სამპირად მოკეცილ დოლბანდზე. როდესაც გაიწურება, კიდევ დავასხათ მდუღარე მარილწყალი, ავურიოთ და გადავწუროთ. თუ ხიზილალა ცოტაა, 100–200 გრ. მაშინ ორჯერაც ეყოფა. თუ მეტი რაოდენობაა, მესამედაც დავასხათ.

     გადაწურულ და გაგრილებულ ხიზილალას მოვასხათ 1–2 ჩაის კოვზი ზეთი ( 100–200 გრამზე), 1 კგ–მდე– 2–3 ს/კ. შევდგათ მაცივარში 3 დღე.

     გემერიელად მიირთვით! 
ანა ბახტაძე
ultrapress.ge
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно