საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საბაჟო ორგანოების ინტეგრაციასა და ოკუპირებული ტერიტორიის გავლით სატრანზიტო კორიდორის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, რომელიც რეგიონში 2 დღიანი ვიზიტით იმყოფება, შეხვედრა უკვე გამართა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან.
რაშიდ ნურგალიევსა და ანატოლი ბიბილოვს შორის მოლაპარაკებების მთავარი თემა, ძალოვანი უწყებებთან დაკავშირებით "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე. წ. შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხები იყო.
წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/108105