ტაილანდელმა მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან ბავშვების გამოყვანის ოპერაცია დაიწყეს. 12 ბავშვი და მათი მწვრთნელი უკვე ორი კვირაა დატბორილ მღვიმეშია ჩარჩენილი. სამაშველო შტაბის ინფრომაციით, მათი ევაკუაციის ჩასატარებლად გამოქვაბულში 13-კაციანი მყვინთავების ჯგუფი შევიდა, საჭირო პროცედურების ჩატარების შემდეგ მაშველები ბავშვების გამოყვანას დაიწყებენ. მათ გარეთ თბილისის დროით საღამოს 18:00 საათისთვის ელოდებიან.
გამოქვაბულთან სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. ოპერაციის დაწყვებამდე მაშველებმა გამოქვაბულის შესასვლელიდან ყველა ჟურნალისტი, ბავშვბეის მშობლები და ნათესავები გაიყვანეს.
წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/108503
