,,რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას - გარკვეულ დროს ექნებათ შანსი მაგრამ, არა ახლა"– ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს შესახებ განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, საქართველოს წარმომადგენლებმა მასზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს.
„საქართველო იყო წარმოდგენილი დარბაზში. დღეს შევხვდი და დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა. ვუსმენთ მათ საჭიროებებს. სიტუაცია რთულია საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ მათ დღეს დარბაზში დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს. რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას - გარკვეულ დროს ექნებათ შანსი მაგრამ, არა ახლა"- განაცხადა ტრამპმა.