,,გაჩერებულ შახტას უნდა მოვლა უფრო მეტად, ვიდრე მომუშავეს"– ,,საქნახშირის" დირექტორი


     "საქნახშირის" ხელმძღვანელობის გაცემული ბრძანება, რომ პრემიერის განკარგულების მიუხედავად მეშახტეები შახტში უნდა ჩავიდნენ შეიცვლება," - ამის შესახებ განცხადება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა.
 
      ჯაყელის განცხადებით, შეჩერებული იქნება ნედლეულის მოპოვება, თუმცა შახტში პრევენციული სამუშაოების მიმდინარეობა საჭიროა

     "სამუშაოებს ვგულისხმობთ, პრევენციები უნდა გავატაროთ ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოების საწინააღმდეგო, გაჩერებულ შახტას უნდა მოვლა უფრო მეტად, ვიდრე მომუშავეს. აქ მუშები არ იქნებიან. იქნებიან წყალსაქაჩზე. მოგეხსენებათ 350-400 კუბის შემოდინებაა ხდება საათში ეს თუ არ ამოვიღეთ დაგვეტბორება. მხოლოდ და მხოლოდ სრულდება წყლის ამოღება და უსაფრთხოების პრევენციის გატარება"-აცხადებს ჯაყელი.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно