,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხაზი გაესვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკის რეალურ სახეს" – ფოფხაძე


     „რუსეთს აქვს ასეთი პოზიცია არჩეული, რომ როცა უნდა გვესაუბრება საერთაშორისო ნორმის სტანდარტებით,  რეალურად ცხინვალში რომ ისაა ოკუპანტი და ავტორი იმ ანკლავის, რომელიც იქ შეიქმნა, ამ რეალობას რუსეთი არასდროს არ აღიარებს. მაგრამ ამ რეალობას ხედავს მთელი მსოფლიო", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
 
      გედევან ფოფხაძის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის გენერალური პროკურატურიდან მისი ოჯახისთვის გაგზავნილ წერილი ძალიან ცინიკურია.
 
      ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად მთელი ეს პროცესი მოვაქციოთ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხაზი გაესვას რუსეთის პოლიტიკის რეალურ სახეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც მოგვცემს საშუალებას, გავათავისუფლოთ მოქალაქეები ძალადობრივი რეჟიმისგან”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
 
     არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ „სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში".
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно