საჭირო ინგრედიენტები:
ყაბაყი – 3 კგ;
პომიდორი – 3 კგ;
ბულგარული წიწაკა 5 ცალი;
ნიორი 3–5 კბილი;
ცხრე წიწაკა 1 ცალი;
ზეთი 250 მლ;
ძმარი (95) 100 მლ;
შაქარი 6–8 ჩ/კ;
მარილი 5–6 ჩ/კ.
პამიდორი და ბულგალური გავატაროთ ხორცსაკებ მანქანაში ან ბლენდერში, გადავიტანოთ ქვაბში, წამოვადუღოთ. დავამატოთ თქლად დაჭრილი ყაბაყი,ზეთი, მარილი, შაქარი. ვადუღოთ 30 წუთი. დავამატოთ დანაყილი ან დაჭრილი ნიორი, დაჭრილი ცხარე წიწაკა და ძმარი. ვადუღოთ კიდევ 5 წუთი. ცხელცხელი გადავიტანოთ გასტერილებულ ქილებში, დავახუროთ გასტერილებული ხუფები და მოვხუფოთ. შევინახოთ გრილ ადგილას.
გემრიელად მიირთვით!
ანა ბახატძე
ultrapress.ge