ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთი დაგეგმილ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას შეეცდება, რადგან ,,მათ არ სურთ დონალდ ტრამპი."
ამის შესახებ აშშ–ს პრეზიდენტმა Twitter-ის პირად გვერდზე განაცხადა.
„ძალიან შეშფოთებული ვარ, რადგან რუსეთი დაგეგმილ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას ეცდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აშშ-ის არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა რუსეთის მიმართ ჩემსავით მკაცრი. სწორედ ამიტომ, ისინი დემოკრატების გამარჯვებას ეცდებიან. მათ ნამდვილად არ სურთ დონალდ ტრამპი", – დაწერა სოიალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატის სრული გადახარისხება მოხდება. ამასთან, სენატის 100 წევრიდან 35 ახალს, ასევე 39 გუბერნატორს აირჩევენ.