ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 7.0 პროცენტამდე შეამცირა


     საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტლება მიიღო, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.0 პროცენტს შეადგენს.

     ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და, პროგნოზების შესაბამისად, წლის პირველ ნახევარში მიზნობრივი დონის (3 პროცენტი) ფარგლებში ნარჩუნდება. ივნისში წლიურმა ინფლაციამ 2.2 პროცენტი შეადგინა, რაც ახლოს არის მიზნობრივ მაჩვენებელთან. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივი მაჩვენებლის მახლობლად იმერყევებს.

     „წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების ფონზე, ერთობლივი მოთხოვნა წინა პროგნოზთან შედარებით უფრო სწრაფი ტემპებით უახლოვდება პოტენციურ დონეს. შესაბამისად, შერბილდა ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციის შემცირების წნეხი. თუმცა, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის მოსალოდნელზე სწრაფი გამყარების შედეგად, ინფლაციური ზეწოლა შემცირებულია. ასევე შესუსტებულია ინფლაციის პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის დაწყება. თუმცა, მოთხოვნის გაუმჯობესების ფონზე, მონეტარული პოლიტიკის შერბილება უფრო ნელი ტემპით გაგრძელდება, ვიდრე ეს წინა პროგნოზით იყო ნავარაუდევი", – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно