გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ:
„იმდენად გახშირებულია უკანონოდ ტყით სარგებლობის ფაქტები და ტყეზე ზეწოლა, რომ ამან შეიძლება ძალიან მძიმე ეკოლოგიურ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ღვარცოფული პროცესების გააქტიურების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახლავთ ტყის უკანონო ჭრა. ხე-ტყის დამზადება არ უნდა ხდებოდეს ისეთ ადგილებში, სადაც მისი დამზადება არ შეიძლება.
უნდა მოხდეს სანიტარული წესით მისი დამზადება, გამოხშირვითი წესით, ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით"-ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ნინო თანდილაშვილი.