,,ჩვენ არ შეგვიძლია დავეთანხმოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებებს"– ზახაროვა


      „ჩვენ არ შეგვიძლია, დავეთანხმოთ განცხადებებს რომ ეს სწავლება მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას"– ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
 
       „ჩვენ არ შეგვიძლია, დავეთანხმოთ განცხადებებს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, რომ ეს სწავლება მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას. სტაბილურობა და უსაფრთხოება კონსტრუქციული დიალოგია და არა ვერტმფრენები და ტანკები", – განაცხადა ზახაროვამ.

     რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ სწავლების ნამდვილი ამოცანა აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთზე ძალის დემონსტრირებაა, რომლის შედეგებს მილიტარისტული განწყობების გაღვივება და დაძაბულობის გარდაუვალი ესკალაცია წარმოადგენს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно