,,ჰააგაში ჩვენ ვამტკიცებთ საქართველოს წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო,"- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაზარალებულ ქალებთან შეხვედრისას განაცხადა.
„გმირ ქალებთან შესახვედრად ჩვენ ჩამოვედით და გვინდა მათ ანგარიში ჩავაბაროთ ჰააგაში და სტრასბურგში მიმდინარე საერთაშორისო დავებზე. ეს დავები რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული და ჩვენ ისევე როგორც ქართველთა ეთნიკურ წმენდას, ასევე ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვა სამხედრო ტყვეების წამების და მკვლელობის საქმეებზე, ასევე გორში ჩამოვარდნილი ისკანდელისა და სხვა ომის დანაშაულებზე ვამტკიცებთ, რომ დიახ, რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი,"-განაცხადა თეა წულუკიანმა.