ობიექტზე დისლოცირებულია შესაბამისი ტექნიკა და პილოტები, რაც სხვა ევროპული ქვეყნების ავიაციასთან ერთად საწვრთნელი ფრენების განხორციელებისთვისაა საჭირო. ესკადრილიის განთავსება რუსეთის შეკავების ინიციატივის ნაწილია", – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან ერთად, როგორც ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, ამერიკული გამანადგურებლები გერმანიაში იქნებიან ბაზირებულები, თუმცა წვრთნებში სხვა ევროპულ სახელმწიფოებშიც ჩაერთვებიან.
F-22 Raptor-ის ტიპის გამანადგურებლები აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს 2005 წელს დაემატა. მოიერიშეები აღჭურვილია სპეციალური ტექნოლოგიით, რომელიც ამ გამანადგურებლებს რადარებისთვის შეუმჩნეველს ხდის.
წყარო: https://1tv.ge/news/ashsh-ma-germaniashi-f-22-tipis-gamanadgureblebis-eskadrilia-ganalaga/