ავღანეთში სამთავრობო ძალებმა თალიბების მიერ გატაცებული 149 ადამიანი გაათავსუფლეს, მებრძოლებს კიდევ 21 მძევალი რჩებათ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
რადიკალური მოძრაობა „თალიბანის" მებრძოლებმა დღეს ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მგზავრებით სავსე სამი ავტობუსი გაიტაცეს. ავტობუსებში 150-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევა ყუნდუზის პროვინციაში მოხდა.
ავტობუსების გატაცებამდე ერთი დღით ადრე, ავღანეთის მთავრობამ თალიბებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შესთავაზა. პრეზიდენტ აშრაფ ღანის განცხადებით, თუ „თალიბანი" თანხმობას განაცხადებს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 20 აგვისტოდან ამოქმედდება.
წყარო: https://1tv.ge/news/avghanetis-samtavrobo-dzalebma-talibebis-mier-gatacebuli-149-adamiani-gaatavsufles/