გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ იგი ბოლო არჩეული პრეზიდენტი არ იქნება. ]
მარგველაშვილმა, ტელეკომპანია ,,იბერიას” გადაცემა ,,დიალოგში” ისაუბრა და საკონსტიტუციო ცვლილებების გამო მთავრობა მწვავედ გააკრიტიკა.
,,არა მგონია, რომ საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი ბოლო არჩეული პრეზიდენტი იქნება. კონსტიტუცია შეცვალეს და დაჩეხეს, პულტებზე დაჭერა არ იყო დამთავრებული, რომ იქვე დაიწყეს, შესწორებაზე ლაპარაკი. ახლა თქვეს, რომ ვაი უშიშროების საბჭო აღარ გვაქვს. მანქანაზე რომ დაჯდე და აღმოჩნდეს მოტორი არა გაქვს, იმიტომ რომ შენ თვითონ გადაგიგდია. ეს მუდმივი გააზრება იმ კატასტროფისა, რაც 2017 წელს ჩაიდინეს ნელ-ნელა ხდება. მე მჯერა, რომ ძალიან ბევრი რამე შეიცვლება იმ მოგონილ პროცესში, რომელსაც საკონსტიტუციო პროცესი დაარქვეს."- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.