„აუცილებელია, დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებზე"- ზალკალიანი


     „აუცილებელია, დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის იმ უკანონო ქმედებებზე, რომლებსაც მუდმივად ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, ადამიანის უფლებების შეზღუდვის კონტექსტში,"– ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივრის შეტანას გამოეხმაურა. 
 
     მოლოდინი გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო ყველა პროცედურის დაცვით განიხილავს  სარჩელს და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას", – განაცხადა დავით ზალკანიანმა.

     საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 21 აგვისტოს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი – „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" შეიტანა. უწყების განმარტებით, საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში, არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно