შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ფასანაურთან, საავტომობილო გზაზე გზააბნეული შვლის ნუკრი შენიშნეს.
პატრულ-ინსპექტორებმა შველი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს დაუკავშირდნენ.
პატრულ-ინსპექტორებმა და რეინჯერებმა შვლის ნუკრი ტყეში უვნებლად დააბრუნეს.
[media=]
