უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე თიბისი ბანკთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
,,რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე სრულიად უცნობმა ადამიანმა მომწერა. დაინტერესდა თიბისის ონლაინ ბანკინგით თუ ვსარგებლობდი და ჩამეძია რამდენი მქონდა ანგარიშზე. რა თქმა უნდა ამ ფაქტმა აღმაშფოთა, პასუხად კი ჩემი ონლაინ ბანკის ექაუნთის ფოტო მივიღე. სრულიად უცხო ადამიანს ჰქონდა ჩემს ანგარიშთან წვდომა მხოლოდ თიბისი ბანკის თანამშრომლების უპასუხისმგებლობის გამო. გამიმართლა რომ ეს ბატონი პატიოსანი აღმოჩნდა და შემატყობინა ამის შესახებ. გაოგნებული ვარ თიბისი ბანკის ასეთი უყურადღებო და ამაზრზენი საქციელით. ამას რეაგირების გარეშე ნამდვილად არ დავტოვებ"– წერს მერაბ ბლადაძე.