,,ამბროლაური და რაჭა ოთხსეზონიანი კურორტი უნდა გახდეს"– ბახტაძე


     რაჭაში ტურისტების რაოდენობა სულ მცირე, უნდა გავასამმაგოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ამბროლაურში განაცხადა, რომელსაც ის „ფუძეობის" დღესასწაულზე სტუმრობს.

     მამუკა ბახტაძემ ყველა რაჭველსა და რაჭის სტუმარს დღევანდელი დღე მიულოცა და რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

     „სასიხარულოა, რომ ამბროლაურში ძალიან კარგი შედეგები მოგვცა პროექტებმა, რომელსაც აქ ვახორციელებთ. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო „აწარმოე საქართველოში" და საოჯახო სასტუმროების განვითარება. დღეს დავათვალიერე რამდენიმე მათგანი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ კუთხეში მინიმუმ გავასამმაგოთ ტურისტების რაოდენობა. შესაბამისად, მეტი გარანტიაა გასაცემი, რომ საოჯახო სასტუმროების მეტი პოპულარიზაცია მოვახდინოთ", – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

      მისი თქმით, რეგიონში 21 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, საიდანაც 18 წელსვე დასრულდება.

     „ამასთან ერთად, საჭიროა მეტი დინამიკა გვქონდეს სოფლის გზები მშენებლობის საქმეში. ამ თვალსაზრისით, 2019-2020 წლები იქნება მნიშვნელოვანი, რაც საშუალებას მოგვცემს, ამბროლაური და რაჭა ოთხსეზონიანი კურორტი გახდეს. ეს არის დაახლოებით 15 პროცენტი პოტენციალისა, რაც ამ კუთხეში გვაქვს. შემდეგი ეტაპი იქნება შოვის და სხვა ტურისტული ობიექტების განვითარება", – განაცხადა  მამუკა ბახტაძემ.

     რაჭაში სახალხო დღესასწაულ „ფუძეობას" ზეიმობენ. „ფუძეობა 2018” ამბროლაურის ცენტრში იმართება. ღონისძიების ძირითადი გზავნილი რეგიონიდან წასული რაჭველების საკუთარ ფუძეზე დაბრუნებაა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/lllmamuka-bakhtadze-ambrolauri-da-racha-otkhsezoniani-kurorti-unda-gakhdes/