სხვა ქვეყნის განცხადებები პარტნიორულ ფორმატში უნდა იყოს და არა ვასალური დამოკიდებულების- მაჭარაშვილი


     მეთიუ მილერი იქნება თუ სხვა თანამდებობის პირი, ყველას მოვუწოდებ, რომ ქართველი ხალხის არჩევანს პატივი სცენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

     მისი თქმით, ქართველი ხალხის ნებას პატივს თუ არ სცემენ, ასეთი ადამიანების განცხადებას არანაირი ფასი არ ექნება.

     „ყველამ ნება იბოძოს და მტკიცებულებები წარმოადგინოს. იქიდან ნასროლი განცხადებები საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია და ამას საქართველოს სახელმწიფო აღარ აიტანს. ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ნებისმიერი სხვა ქვეყნის განცხადებები პარტნიორულ ფორმატში უნდა იყოს და არა ვასალური და კოლონიალური დამოკიდებულების. ეს დრო დამთავრდა, თავს ტყუილად ნუ იწუხებენ და ტრიბუნასაც ნუ მოაცდენენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

     მაჭარაშვილის თქმით, პარლამენტის სხდომამდე შესაძლებელია მხოლოდ იმ პირთა სიების ჩახსნა, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

     „ოპოზიცია პარლამენტის პირველ სხდომასთან დაკავშირებით მოკლეფეხებიან ტყუილებს საუბრობს. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ თავიანთი მცდარი მოსაზრებები და დეზინფორმაცია საზოგადოებას თავს მოახვიონ. პირველ სხდომამდე ვერავინ სიებს ვერ ჩახსნის და ვერც განცხადებას დაწერს, რადგან პირველივე სხდომაზე 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა ხდება. პირველი სხდომის შემდეგ 150 დეპუტატი თავად წყვეტს, ვინ დარჩება პარლამენტში და ვინ – არა. სიების ჩახსნა პარტიის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით ხდება იმ წევრებზე, ვინც პარლამენტში ვერ მოხვდა. ეს მათი ნებაა. ძალიან იბრძოდნენ, რომ 2020 წლის მოწვევის პარლამენტში უფლებამოსილება შეწყვეტოდათ, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ჩახსნილი სიების აღდგენას გვთხოვდნენ. ეს არის მათი სტილი – ერთ დღეს ერთს ამბობენ, მეორე დღეს მეორეს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно