სავალუტო ბაზარზე ვითარების ნორმალიზების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, როგორც მოსალოდნელი იყო, დოლარის შესყიდვა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 85.7 მილიონი დოლარით შეავსო.
ბოლო მონაცემებით, წლიურ ჭრილში რეზერვების წმინდა გაყიდვის მაჩვენებელი 502.2 მილიონი დოლარია.
„ეროვნული ბანკი კვლავ გააგრძელებს რეზერვების შევსების პროცესს სხვა თანაბარ პირობებში, როდესაც სავალუტო ბაზარი ამის შესაძლებლობას მისცემს“, – აღნიშნავენ სებ-ში.
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 25 დეკემბერს გამოაქვეყნებს.ა
აქტუალური
ვიდეო
ანალიტიკა
სხვადასხვა
,,კახიშვილზე სანამ რამეს იტყვით პირი კარგად გამოირეცხეთ"– უფლებადამცველი
15-12-2018, 21:19
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი სირიაში ბაშარ ასადს შეხვდება
4-09-2018, 15:10
შსს–მ დუშეთში მომხდარი პენსიონერის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა
6-10-2018, 11:13
„საქართველოში ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცულია კანონით"- ბახტაძე
17-05-2019, 12:16