XI მოწვევის პარლამენტმა მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა


     84 მომხრე, 0 წინააღმდეგი - XI მოწვევის პარლამენტმა მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით - "მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ" ნდობა გამოუცხადა.

     პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა იყო წარდგენილი, განახლებულ მინისტრთა კაბინეტში კი სამი ახალი მინისტრია:

     მთავრობის შემადგენლობა: პრემიერ მინისტრი - ირაკლი კობახიძე; საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი; იუსტიციის მინისტრი - ანრი ოხანაშვილი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით სონღულაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ალექსანდრე წულაძე; შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური; თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი; კულტურისა და სპორტის მინისტრი - თინათინ რუხაძე; ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი; ოკუპირებული ტერიტირიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასროწობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი; რეგიორნული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე.


წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/299298