საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის სახალისო სტატუსს აქვეყნებს:
,,წუხელ საზოგადოებრივ მაუწყებელში ქართული გონიერების, ნიჭიერების, სიბრძნის და სიდარბაისლის ჭეშმარიტი ზეიმი გამართეს რადიკალური ოპოზიციის ყველაზე... გიჟებმა! უკაცრავად, - აწყვეტილმა გიჟებმა! იმის არ იყოს, ახლა იქაც ეცოდინებათ, რა დამთხვეული ხარო, სწორედ ასე დაემართათ, - ოპოზიციური არხების მაყურებლებმა ხომ იცოდნენ, რა შერეკილებიც არიან და ახლა ქვეყნის მასშტაბით ყველაზე გაწონასწორებულმა ადამიანებმაც დაინახეს, რაში ბანაობენ ინტელექტუალური ელიტის ეს ე. წ. სლივკები. რა ძალა გადგათ?! პირველ არხზე კი არა, თქვენი ადგილი ხონშია, ხონში!
სერიოზულად კი, - საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთადერთი (ვიმეორებ: ერთადერთი!) მიუკერძოებელი ტელევიზია და რადიოა და ამ ქვეყანაში სიმშვიდე მეტ-ნაკლებად რომ ნარჩუნდება, სწორედ პირველი არხის დამსახურებაა! ეს კარგად უნდა გაიაზროს ყველამ! ან, იქნებ, სწორედ იმიტომ გვიტევენ, რომ ეს გაიაზრეს და მიუკერძოებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელს უშლით დესტაბილიზაციაში და რადიკალიზმის მუხტის გაზრდაში?!
პირველი არხი , სიამაყით ვივსები, როდესაც გიყურებთ და გისმენთ! ❤️"- წერს ბონდო მძინარაშვილი.
აქტუალური
ვიდეო
ანალიტიკა
სხვადასხვა
,,არასტაბილურობის შექმნის საფუძველს არავის მივცემთ"– კვირიკაშვილი
3-06-2018, 15:46
,,არ გადავწიოთ ძალისმიერი მეთოდებით ესენი?"– ნიკა მელია
16-12-2018, 12:40
ლევან იზორიამ ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა
17-10-2018, 16:00