ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო ხელში ჩაიგდონ და გამოიყენონ როგორც მეორე ფრონტი - კალაძე


     "არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში "უკრაინიზაცია" განხორციელდეს და ამ ტიპის პროცესები დაიძრას", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

     ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ელოდებიან ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას, კახა კალაძის თქმით, მათ ეს არ აწყობთ.

     "იმიტომ, რომ არ აწყობთ ის შედეგი, რაც ქართველმა ხალხმა დადო. ხალხმა აირჩია ქვეყანაში მშვიდობა. უთხრა არა აგენტურას, მოღალატეებს. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, იმის გათვალისწინებით რა გადალაგებები მიმდინარეობს მსოფლიოში და რა ხდება რეგიონში. არის გამუდმებული მუქარები, შანტაჟები. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო ხელში ჩაიგდონ და გამოიყენონ როგორც მეორე ფრონტი. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ "უკრაინიზაცია" განხორციელდეს და ამ ტიპის პროცესები დაიძრას. საქართველოში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა. ჩვენ ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით და ღირსეულად შევძლებთ ევროკავშირში გაწევრიანებას", - აღნიშნა თბილისის მერმა.