ქართველები პოლონეთის მხარდაჭერით გავიმარჯვებთ - ზურაბიშვილი


     მადლობა პრეზიდენტ ანჯეი დუდას და პოლონელ ერს საქართველოს გვერდში დგომისთვის, განსაკუთრებით კი, რეპრესიებისა და ტერორის იმ ბნელ და მძიმე წუთებში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    „ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ ქართველები პოლონეთის მხარდაჭერით გავიმარჯვებთ და ჩვენი ევროპული მომავალი კვლავ გაგვაერთიანებს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.