არანაირი ორი მხარე არ არსებობს - არსებობს ჩვენი ქვეყნის პატრიოტი მოსახლეობა და მეორე მხარეს არსებობს რუსული ინტერესები - ხაბეიშვილი


     არანაირი ორი მხარე არ არსებობს - არსებობს ჩვენი ქვეყნის პატრიოტი მოსახლეობა მეორე მხარეს არსებობს რუსული ინტერესები ამის შესახებ კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ,,რუსთავი 2" განუცხადა.


     მისი თქმით, თავად საზოგადოებაში დაპირისპირება არ არის.


    "ასეთი შესაძლებლობა ვერ იქნება მარტივი რამის გამო - საზოგადოებაში არ არის განსხვავებული პოზიციები. არანაირი ორი მხარე არ არსებობს - არსებობს ჩვენი ქვეყნის პატრიოტი მოსახლეობა და საქართველოს ეროვნული ინტერესები და მეორე მხარეს არსებობს რუსული ინტერესები," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.