არ იფიქროთ, რომ რასაც ზურაბიშვილი ამბობს, ეს მის თავში მოხარშული განცხადებებია. ეს არის გარედან წამოსული დავალება, რა უნდა თქვას, როგორ იმოქმედოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მედიასთან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილის კონკრეტული ქმედებები და განცხადებები წინააღმდეგობაში მოდიოდა ქვეყნის ინტერესებთან, აშკარად იკვეთებოდა, რომ ეს ადამიანიქართველ ხალხს, ჩვენს სამშობლოს არ ეკუთვნოდა. იმართებოდა გარე ძალებისგან. არის ამ ქვეყნის და ქართველი სახელმწიფოებრიობის მტერი. საბედნიეროდ, მას დარჩა ორი პარასკევი.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ის არის ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, მსგავსი საუბრებით პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს იმ მილიონ 120 000 ადამიანს, ვინც ქვეყანაში მშვიდობას მხარი დაუჭირა. თუმცა, არ იფიქროთ, რომ ეს მის თავში მოხარშული განცხადებებია. პირიქით, ეს არის გარედან წამოსული დავალება, რა უნდა თქვას, როგორ იმოქმედოს. არ იფიქროთ, რომ ის, რასაც ეს რადიკალური დაჯგუფება აკეთებს, მათი დალაგებული იყოს. ყველაფერი მოდის გარედან, როგორც ეტყვიან და დაავალებენ, ისე უნდა იმოქმედონ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
აქტუალური
ვიდეო
ანალიტიკა
სხვადასხვა
"ევროპულ საქართველოს" მარნეულში ფრაქცია დაეშალა
8-08-2018, 22:04
თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს
4-05-2019, 14:30
ლევან გორგაძე და ლევან ცაგურია იაპონიის ელჩმა დააჯილდოვა
8-06-2018, 16:36