მინდა, მივმართო უკრაინელებს და ვუთხრა, რომ იყვნენ ძალიან ფრთხილად - სააკაშვილი


     ,,მინდა, მივმართო უკრაინელებს და ვუთხრა, რომ იყვნენ ძალიან ფრთხილად, რადგან ახლა უკიდურესად კრიტიკული პერიოდია"- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვით ისაუბრა. 

     ,,მსურს, მივესალმო უკრაინელ ხალხს. მსურს, მივესალმო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. მინდა, მივმართო უკრაინელებს და ვუთხრა, რომ იყვნენ ძალიან ფრთხილად, რადგან ახლა უკიდურესად კრიტიკული პერიოდია.

      აუცილებლად ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მტერი არ არის ჩვენს შორის. ჩვენი მტერი უკრაინის და საქართველოს საზღვრებს გარეთაა.
ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ სწორედ ამ მტერთან ბრძოლაზე და არა რაღაც შიდა დაპირისპირებებზე.

    ახლა უნდა გავფრთხილდეთ, რომ გარკვეულმა შიდა ფაქტორებმა არ იმოქმედოს ჩვენს მთავარ მიზანზე. ჩვენი მიზანი კი უკრაინის გადარჩენა და გამარჯვებაა"- აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.