"მსოფლიოში წამყვანი სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციები არის ქართველი ხალხის ურყევი ბრძოლის, გამარჯვებული კოალიციის კოორდინირებული მუშაობისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი", - ასე გამოეხმაურა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი წევრი, გრიგოლ გეგელია საქართველოს თანამდებობის პირებისთვის დაწესებულ სანქციებს.
მისივე თქმით, დასავლეთი "მწვავედ" მოქმედებს.
"დასავლეთი მოქმედებს და მოქმედებს მწვავედ. გარდა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა კონკრეტული პირებისთვის, უკვე აგრეთვე დაწესებულია ფინანსური და ეკონომიკური სანქციები. გარდა მაგნიტსკის სანქციებისა, აშშ-მა ასევე დააწესა დამატებითი სავიზო სანქციები სხვადასხვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მმართველებისა და მათი ოჯახებისთვის, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ საკუთარ უფლებამოსილებას", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
აქტუალური
ვიდეო
ანალიტიკა
სხვადასხვა
ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა
25-12-2019, 09:44
,,ფაშისტს შეიძლება სჯობდეს ბოლშევიკი"- ირაკლი კობახიძე
24-10-2018, 14:21
ქობულეთში სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მოკლეს
15-06-2018, 10:48