ხომ გახსოვთ, რა ბედი ეწია სალომეს ე.წ. "ქართულ ქარტიას? ასეთივე ნეკროლოგი ელოდება იმ ე.წ. "საბჭოს," რომელსაც ეხლა ქმნიან - ანჯაფარიძე


     ,,ხომ გახსოვთ, რა ბედი ეწია სალომეს ე.წ. "ქართულ ქარტიას? ასეთივე ნეკროლოგი ელოდება იმ ე.წ. "საბჭოს," რომელსაც ეხლა ქმნიან" - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე წერს.

     ,,ხომ გახსოვთ, რა ბედი ეწია სალომეს ე.წ. "ქართულ ქარტიას?" როგორ ლამის დაკლეს ერთმანეთი მან და ოპოზიციურმა "четверка"-მ, როგორც კი საქმე ტექნიკურ მთავრობამდე და ძალაუფლების გაყოფამდე მივიდა.

     ასეთივე ნეკროლოგი ელოდება იმ ე.წ. "საბჭოს," რომელსაც ეხლა ქმნიან, თუნდაც მათი გუშინდელი კომენტარებიდან გამომდინარე. ანუ, როცა სჭირდებათ სალომე კარგია, როცა რამე მისებურს დაახეთქებს, მაშინვე თავზე ასვრიან.

     ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ, ერთ რამეს გვეუბნება - ევროპა, ევროპულობა და ა.შ. ფასადია და მეტი არაფერი. არცერთ იმ ოპოზიციურ ლიდერს არაფერი სცხია ევროპულობის. ხოლო რაც სინამდვილეში სცხიათ, დისტანციიდანაც კი იგრძნობა იმის მყრალი სუნი"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.