"აუცილებელია ევროპის კონსოლიდირება და გაძლიერება იმასთან მიმართებაში, თუ ვინ არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი"- ასე გამოეხმაურა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე კარლ ბილდტის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ 29 დეკემბრის შემდეგ, ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.
,,ჩვენ აქ გვჭირდება ფიზიკურად ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი. განცხადებები კარგია, მაგრამ პარლამენტარები, საგარეო საქმეთა მინისტრები, "ქართული ოცნების" ყველანაირი თანხმობის გარეშე, ხშირად უნდა ჩამოვიდნენ აქ. ეს იქნება მხარდაჭერის ფორმა. ახლა, ერთ ეტაპზე, ჩვენ მივიღეთ უკვე ბევრი განცხადება და სანქცია, მაგრამ მხარდაჭერის ეს ფორმები და, მათ შორის, ერთხმად გამოხატული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს", - აცხადებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე.
