ლეგიტიმაციას ქმნის არა ორბელიანების სასახლე, არამედ ის ლეგიტიმაციის ჯაჭვი, რომელმაც ის აქცია პრეზიდენტად - ამის შესახებ, "ძლიერი საქართველოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ რუსთავი 2 განუცხადა.
მისი თქმით, ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო:
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ დავიცვათ სალომე ზურაბიშვილი ფიზიკურად, სამართლებრივად, მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმაციას ქმნის არა ორბელიანების სასახლე, არამედ ის ლეგიტიმაციის ჯაჭვი, რომელმაც ის აქცია პრეზიდენტად," - აღნიშნავს "ძლიერი საქართველოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე.