დონეცკის ოლქის ქალაქი კურახოვო რუსულმა საოკუპაციო ძალებმა სრულად დაიკავეს, - ინფორმაციას, პროექტ "დიფსთეითზე" დაყრდნობით, უკრაინული მედია ავრცელებს.
"კურახოვო მტრის მიერაა ოკუპირებული. ასევე, მან წინ წაიწია ანდრეევკის, სოლონოვოსა და ნოვოსილკის სიახლოვეს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის გენშტაბის მონაცემების თანახმად, 24 საათის განმავლობაში, 200-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა.
წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/303262
