ჩვენ ახლა ვართ იმ ბრძოლაში, რომელშიც უსათუოდ გავიმარჯვებთ - ზურაბიშვილი


      ჩვენ ახლა ვართ იმ ბრძოლაში, რომელშიც  უსათუოდ გავიმარჯვებთ! სხვა გზა არ არის,  სხვა გზა არ დაუტოვეს არავის!"-ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, აქციებზე შეკრებილებს განუცხადა.

      მისი თქმით, ბრძოლა იწყება საზღვარგარეთიდან.

     ჩვენ ერთად ვართ - მე ვარ თქვენთან, თქვენ ჩემი იმედი გაქვთ და მე არანაკლებად მაქვს თქვენი იმედი.

     ეს არის ის ბრძოლა, რომელსაც ვერ მოიგებ ვინმე ბელადის ხელით და ვიღაცის იმედით, სახლში ჯდომით და ლოდინით რომ თავისით მოხდება. ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ ყველა ვიქნებით ბოლომდე ჩართული, ისე, როგორც დღეს ვართ და ისე, როგორც ვიქნებით ხვალ.

     მე შემიძლია ერთი რამ დაგპირდეთ - ბოლომდე ვიქნები ჩართული, ყველა იმ ძალისხმევით, რაც მე შემიძლია ამ ქვეყნისთვის - ეს იწყება საზღვარგარეთიდან… მე თქვენი სახელით, ზუგდიდის სახელითაც ჩავალ ვაშინგტონში ინაუგურაციაზე. იქ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებსაც  გული შესტკივათ საქართველოზე და რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მომავალი დაიცვან ჩრდილოელი არამეგობრის ბრჭყალებისგან"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.