,,მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბერს ხალხის მიერ უდიდესი უპირატესობით არჩეულმა ხელისუფლებამ დაიწყო საარჩევნო დაპირების აღსრულება და ოფიციალურად განაცხადა, რომ პარლამენტის სესიის პირველივე სხდომაზე შექმნის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილ დანაშაულობათა საგამოძიებო კომისიას. არა მარტო ადგილობრივ დამნაშავეებს, არამედ მათ გარე მფარველებსაც ძალიან ატკივდათ თავები მოსალოდნელი ქართული ნეონიუბერგის გამო" - ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "დიფ სთეითელ"-მა პატრონებმა კარგად იციან, რომ ამ პროცესის დაწყება ნიშნავს უპირველესად მათ პოლიტიკურ-სამართლებრივ დასამარებას.
ვინაიდან ოკეანისგაღმელმა და ოკეანისგამოღმელმა "დიფ სთეითელ"-მა პატრონებმა კარგად იციან, რომ ამ პროცესის დაწყება ნიშნავს უპირველესად მათ პოლიტიკურ-სამართლებრივ დასამარებას. ამიტომაც მისცეს დავალება აქაურ დამნაშავეებს უსწრაფესად გადართულიყვნენ წესების გარეშე მოქმედებებზე. მათაც არ დააყოვნეს და ბოლო დღეებში გაშმაგებით გადალახეს ადამიანურობისა და ზნეობრიობის სფეროში არსებული დაწერილი თუ დაუწერელი ყოველგვარი წითელი ხაზები.
ნახეთ რა სჩადიან: ქალების მიერ შეგნებულად სამართალდამცავებზე ხელის აღმართვა(ე.წ. კაცები ვერ ბედავენ. იციან რაც დაემართებათ); ადამიანების პირად სივრცეში შევარდნა, შეურაცხყყოფის მიყენება. საპასუხო ქმედების მიღების შემთხვევაში ღნავილი, მოთქმა, ტირილი: გაგვლახეს, ძვალი რბილად მოგვიქციეს - გვიშველეთო:
გაუგონარი მოწოდებები-ჩააფურთხეთ ადამიანების საჭმელში, დააშარდეთ პურზე, ჩააშარდეთ, ღვინოში, წყალში.... აგინეთ პატრიარქს. გაკრიჭეთ მღვდლები. შეურაცხყავით და გადაღებეთ ხატები, აჭედეთ ეკლესიის კარები... ასეთი რამ ისტორიას, თავად ბოლშევიკურ-ტროცკისტული დიქტატურის დროსაც კი არ ახსოვს.
ეს არის სახე გახრწნილი, გათახსირებული ყოველგვარი ადამიანურობის ზღვარ გადასული ნეოტროცკისტური კოლექტიური "ნაცმოძრაობის". ამიტომაც აუცილებელია ხელისუფლების მიერ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში "ნაცმოძრაობა" გასამართლდეს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად და აღიგავოს პირისაგან მიწისა, როგორც პოლიტიკური ძალა. ხოლო დამნაშავე პირებმა, პასუხი აგონ ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე" - წერს ედიშერ გვენეტაძე.
აქტუალური
ვიდეო
ანალიტიკა
სხვადასხვა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
2-09-2018, 11:44
ძალიან გამაკვირვა იმან, არავინ რომ არ დამიცვა ჩემი გუნდიდან– ქობულია
5-05-2019, 12:16