საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
,,ისტორიული დღე ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაში! საქართველოს ისტორიაში პირველი საყოველთაო გაფიცვა წარმატებით შედგა! დიდი მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და უსამართლობასთან არშეპუების კონკრეტული დემონსტრაცია მოახდინა" - წერს მიხეილ სააკაშვილი.
