ამერიკის რიგით 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეხმაურება.
მისი თქმით, რაზეც ბოლო სამი წელი მმართველი გუნდი ლაპარაკობდა, ყველაფერზე ისაუბრა დონალდ ტრამპმა.
,,რაზეც ბოლო სამი წელი გვეუბნებოდნენ, ეგ თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა. მათ შორის, მშვიდობაზე, სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, მხოლოდ ორი სქესი რომ არსებობს, ჩვენს მიერ “მოგონილ” ამ თემებზეც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა" - წერს მამუკა მდინარაძე.
