,,ტრამპის ორივე მნიშვნელოვანი გზავნილი პირდაპირ ეხმიანება იმ ღირებულებებს, რაც ქართულ ოცნებას და ჩვენს ქვეყანას აქვს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის" - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთან დამოკიდებულება ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეიცვლება.
მნიშვნელოვანი იყო განათლებაზე აქცენტის გაკეთება, განათლება მსოფლიოში გლობალური პრობლემაა და ჩვენთანაც დაანონსებულია უკვე სახელმწიფო კომისიის შექმნა, რომელიც ქვეყანაში განათლების რეფორმაზე იმუშავებს. გზავნილებთან ერთად გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები და ტრამპმა 42 დოკუმენტს მოაწერა ხელი. ბევრი მათგანი სწორედ იმ პოლიტიკის შეცვლისკენაა მიმართული, რომელიც ჰქონდა წინა ადმინისტრაციას. წინა ადმინისტრაცია მხარს უჭერდა ჩვენი ოპოზიციის გზავნილებს, იყოს სანქციების დაწესება, მუქარები, ზეწოლა და ა. შ ეს ყველაფერი ახალი ადმინისტრაციის შემთხვევაში შეიცლება და გადაიხედება. ეს გავლენას მოახდენს მათ შორის ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობებზე. ჩვენ ველოდებით არა მხოლოდ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადახედვას და გადატვირთვას, არამედ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის გადახედვასაც, რადგან ევროკავშირსაც ორი მთავარი მიზეზი ჰქონდა ჩვენს ხელისუფლებასთან და ქვეყანასთან დაპირისპირების – ომი, მშვიდობის საკითხები და ლგბტ პროპაგანდა“, – განაცხადა ბოჟაძემ.