საინტერესოა როდემდე უნდა ვატაროთ არჩევნები, სანამ მათი სასურველი, მონა მორჩილი და მარიონეტი ხელისუფლება არ მოვა სათავეში?! - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2028 წელს გაიმართება. საქართველოს დაშანტაჟების და დაშინების დრო, კი დამთავრდა
ევრო ბიუროკრატები ყოველგვარ ზღვარს გასცდნენ. კორუფციაში ჩაფლულობა და ლობიზმის შედეგად მავნებლური რეზოლუციების მიღება არ ახალია ძველია. საქართველოს დელეგაციისთვის მანდატების ცნობის საკითხზე წინაპირობად განმეორებითი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა, რეალურად ადასტურებს რომ არჩევნების გაყალბების არავითარი ფაქტობრივი მტკიცებულება არ გააჩნიათ.
მათი ამ აბსურდული ულტიმატუმით ასევე მტკიცდება, რომ მათ არჩევნების შედეგებთან კი არ აქვთ პრეტენზიები, არამედ ლეგიტიმური ხელისუფლება არ მოსწონთ და არ აწყობთ, ამიტომაც ფიქრობენ, რომ რაც მათ არ გამოუვიდათ რევოლუციით იქნებ რიგგარეშე არჩევნებით შეძლონ.
საინტერესოა როდემდე უნდა ვატაროთ არჩევნები, სანამ მათი სასურველი, მონა მორჩილი და მარიონეტი ხელისუფლება არ მოვა სათავეში?! მინიმუმ იმას უნდა ხვდებოდნენ ასეთი რამ საქართველოში აღარ მოხდება, ხოლო თუ ხვდებიან და მაინც ამას ცდილობენ, ე.ი. ისევ რევოლუციურ სცენარს აწვებიან, ხოლო თუ არც ეს გამოსდით, მაშინ უბრალოდ იმ ფულის ჩაჯიბვა უნდათ რაც შეიძლება მალე, რაც მათ ასეთ განცხადებების გაკეთებაზე გამოყოფილი. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2028 წელს გაიმართება, ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ, აქაურმაც და იქაურმაც, ჯაშუშმა თუ მონათმფლობელმაც. საქართველოს დაშანტაჟების და დაშინების დრო დამთავრდა!!!- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.