მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


     საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მურატ ნურტლეუსთან შეხვედრა გამართა.

     "მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის დღის წესრიგი, ასევე, რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის საკითხები.

     შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და დადებითად შეაფასეს მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა.

     განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების არსებულ პოტენციალს, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, ასევე მხარეებმა ხაზი გაუსვეს "შუა დერეფნის" ეფექტურობის გაძლიერებას და ან პროცესში საქართველოსა და ყაზახეთის აქტიურ ჩართულობას.

     საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას მათი დაძლევის მიმართულებით", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

     საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.