მარცხით გამწარებულნი ყველნაირ რადიკალურ ქმედებაზე არიან წამსვლელნი - ზაალ ანჯაფარიძე


     ,,რადიკალურმა ოპოზიციამ ახალი ხავსი მონახა მოსაჭიდებლად, რომ ჩაძირვას დროებით მაინც გადაურჩეს. უკვე მერამდენედ ალაპარაკდნენ გაერთიანებაზე. საინტერესო ისაა, რომ ამ თემაზე ლაპარაკი დაიწყეს მას შემდეგ რაც სალომემ ვაშინგტონიდან დირექტივა ჩამოუტანა" - ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე წერს.

      მისი თმით, მარცხით გამწარებული ოპოზიცია, ყველნაირ რადიკალურ ქმედებაზე არის წამსვლელი.

     ,,თუკი ოპოზიციის გაერთიანება აქამდე ვერ მოხდა, ეხლა რა შეიცვალა ისეთი,  რომ მოხდეს? ბევრი არაფერი. მეტიც, სიტუაცია მათთვის უარესდება და დასავლეთშიც მგონი ხედავენ, რომ არავითარი ფართო სახალხო მხარდაჭერა ოპოზიციურ ოთხეულს არ გააჩნია. ამიტომაც წამოცდენით,  რომ მზია ამაღლობელი არის ჩვენი იარაღიო, მათ თავიანთი ზრახვა გაამჟღავნეს -უნდათ გვამი.

     რუსთაველზე მარშებს აშკარად დაეტყოთ ფსიქოზის ელემენტები. ეს კი პირველი ნიშანია იმის, რომ მარცხით გამწარებულნი ყველნაირ რადიკალურ ქმედებაზე არიან წამსვლელნი. აგერ ნახავთ!"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.