ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან - კობახიძე


     ,,ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალგანზომოლებიანი პარტნიორობის საკითხებზე," – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

     მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ყაზახეთის რესპუბლიკასთან აუცილებელია რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ მდგრადი ზრდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

     „მადლიერი ვარ ყაზახეთის ინტერესისთვის, რომელიც გამოიხატება თანამშრომლობის გაღრმავებისკენ ყველა მიმართულებით, სადაც საერთო ინტერესები გვაერთიანებს. საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ყაზახეთის რესპუბლიკასთან აუცილებელია ჩვენი რეგიონისა და მის ფარგლებს გარეთ მდგრადი ზრდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია განცხადებაში.