საქართველოს ვინც შეურაცხყოფა მიაყენა, უკან ბუმერანგივით დაუბრუნდა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც იმავეს ელოდოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის შეფასებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, შეურაცხყოფის გარდა, სხვა მიზანი არ აქვს.
„ყველა სახელმწიფომ თავის თავს და თავის დამოუკიდებლობას მიხედოს. ისინი თუ მაინც გაბედავენ და ქართულ სახელმწიფოს შეურაცხყოფას მიაყენებენ, შესაბამისს პასუხს მიიღებენ. არ მგონია, რომ ესტონეთს დღეს ჰქონდეს ფუფუნება, საქართველოს საზოგადოებას ასე ელაპარაკოს, რადგან რა განცხადებებიც კეთდებოდა სხვადასხვა ქვეყნიდან, და ამ შემთხვევაში – ესტონეთიდან, ყველაფერი გააქარწყლა ამერიკის პრეზიდენტის ბრძანებამ. არ მგონია, რომ ამ განცხადებას, შეურაცხყოფის გარდა, სხვა რაიმე მიზანი ჰქონდეს. შეურაცხყოფა კი არავის შერჩენია, ისტორიას მაინც გადახედონ – საქართველოს ვინც შეურაცხყოფა მიაყენა, უკან ბუმერანგივით დაუბრუნდა. მაგალითებს აღარ ჩამოვთვლი. ესტონეთ
